საქართველოს მთავარ საკანონმდებლო ორგანოში საშემოდგომო სესიისთვის ემზადებიან. სესიის ფარგლებში ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ის საკანონმდებლო ინიციატივებია, რომლის მიღებაც ევროკავშირის 12-პუნქტიანი რეკომენდაციების შესასრულებლად იგეგმება. ამავე პერიოდში პარლამენტს, რამდენიმე საკადრო გადაწყვეტილების მიღება მოუწევს. კვლავ ასარჩევი დარჩა ცესკოს თავმჯდომარე და ცესკოს პროფესიული წევრები. ასევე ახალი სახალხო დამცველი.
საშემოდგომო სესიის დაწყებამდე პარლამენტი, ფარულ მოსმენა-მიყურადების თაობაზე მიღებულ კანონთან დაკავშირებით პრეზიდენტის ვეტოს განხილვას იწყებს. სალომე ზურაბიშვილის ე.წ. მოტივირებულ შენიშვნებს დღევანდელ სხდომაზე, იურიდიულ საკითხთა კომიტეტი განიხილავს.