საპარლამენტო ოპოზიცია რეკომენდაციების შესასრულებლად საჭირო სამუშაო პროცესთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.
როგორც დოკუმენტიდან ირკვევა, ხელისუფლების ოპონენტები, მათ მიერ წარდგენილ ინიციატივებზე პასუხისმგებლობის ასაღებად მზადყოფნას გამოთქვამენ და ევროკომისიის რეკომენდაციების რეალურად შესრულებისთვის საჭირო ყველა ინიციატივას მხარს უჭერენ.
წერილში ხელისუფლების ოპონენტები მმართველ პარტიას, ჰიბრიდული ომის ხერხის გამოყენებით პროდასავლურ ოპოზიციურ სპექტრზე თავდასხმაში ადანაშაულებს. დოკუმენტში ხაზგასმულია, რომ ქართულმა ოცნებამ“ დასავლეთიდან დაფინანსებული ავტორიტეტული არასამთავრობო ორგანიზაციების მონაწილეობა ორგანიზებულ სამუშაო პროცესში უხეშად შეზღუდა. რასაც შედეგად სხვა ავტორიტეტული არასამთავრობო ორგანიზაციების პროტესტი მოჰყვა.