ნიჩბოსნობა | ალექსანდრე წივწივაძე ზედიზედ მეორედ, 18 წლამდელთა შორის მსოფლიო ჩემპიონატის გამარჯვებულია - Palitra News

ნიჩბოსნობა | ალექსანდრე წივწივაძე ზედიზედ მეორედ, 18 წლამდელთა შორის მსოფლიო ჩემპიონატის გამარჯვებულია

2022-09-05 10:22:18+04:00

ქართველმა ნიჩბოსანმა ალექსანდრე წივწივაძემ უნგრეთის ქალაქ სეგედში ტიტული დაცვა მოახერხა და 18-წლამდე შორის მსოფლიოს ჩემპიონი ზედიზედ მეორედ გახდა. წივწივაძემ, მსოფლიო ჩემპიონატზე, 1000 მეტრ დისტანციაზე გამოსვლა მე-8 ადგილით დაასრულა, თუმცა 500 მეტრზე გაცურვის შესარჩევი მოიგო, ფინალში გავიდა და ოქროს მედალი მოიპოვა.

ალექსანდრეს ამ წარმატებით, საქართველოს ნაკრებმა იუნიორთა მსოფლიოს ჩემპიონატის საერთო ჩათვლაში, 19 მონაწილეს შორის მე-8 ადგილზე გადაინაცვლა.

შეგახსენებთ, რომ მიმდინარე წლის ივნისში ახალგაზრდა ქართველმა ნიჩბოსანმა სერბეთის დედაქალაქ ბელგრადში გამართულ 18 და 23-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატზე კანოეთი შეჯიბრში 2 ოქროს მედალი მოიპოვა, რაც საქართველოს ნიჩბოსნობის ისტორიაში პირველი შემთხვევა იყო. მაშინ წივწივაძემ თავი 200 და 1000-მეტრიან დისტანციებზე გამოიჩინა. აღსანიშნავია ისიც, რომნ თურქეთში, პარაგლაიდინგის მსოფლიო გრან პრიზე, ქართველმა რეზი ლაფაჩიშვილმა პირველი ადგილი დაიკავა. მან ოქროს მედალი სპორტ-კლასში მოიპოვა.