საქართველოს წყალბურთელთა ნაკრებმა ისტორია დაწერა: ჩვენი გუნდი ევროპის ჩემპიონატის 1/4-ფინალში პირველად გავიდა! დეიან სტანოევიჩის გუნდმა ჯგუფური ეტაპზე მონტენეგროსა (11:14) და იტალიასთან (8:18) წააგო, მაგრამ სლოვაკეთს მოუგო (16:11) და პლეი ოფში თამაშის უფლება მოიპოვა, სადაც მეოთხედფინალის საგზურისთვის ნიდერლანდებს შეხვდა და 12-8 დაამარცხა.
სტანოევიჩის გუნდის რიგებიდან 3 გოლით მარკო ელაჩა გამოირჩა, ბორის ვაპენსკიმ და ანდრია ბითაძემ კი დუბლი შეასრულეს. 1/4-ფინალში საქართველოს მეტოქე 6 სექტემბერს, მასპინძელი ხორვატიის ნაკრების იქნება. აღსანიშნავია ისიც, რომ მეოთხედფინალში გასვლით საქართველოს ნაკრებმა მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე თამაშის უფლება ავტომატურად მოიპოვა.