ესპანური სპორტული ტელევიზიის, Gol-ის ინფორმაციით, კატალონიის ბარსელონა ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის დროს ქართველი გოლკიპერის, გიორგი მამარდაშვილის შეძენას შეეცდება. როგორც გოლის ვებგვერდი იუწყება, ბარსაში ტერ შტეგენის თამაშით უკმაყოფილოები არიან. გუნდის მთავარმა მწვრთნელმა ჩავიმ კლუბის პრეზიდენტ ჟოან ლაპორტასთან ეს საკითხი უკვე შეათანხმა და 'ბლაუგრანას' რიგებში გერმანელი მეკარის შეცვლაზე იზრუნებენ.
გიორგი მამარდაშვილთან მიმართებით ბარსელონა იმედიანადაა განწყობილი. მიმდინარე სეზონში ქართველის გამოსასყიდი თანხა 20 მილიონი ევროა, რაც ლაპორტასთვის სრულად მისაღები თანხაა.
გამოცემის მიხედვით, ბარსელონა ვალენსიას მამადაშვილის სანაცვლოდ 18-19 მილიონ ევროს შესთავაზებს და მის ყიდვას ზამთრის სატრანსფერო პერიოდში ეცდება. გიორგი ვალენსიას 2021 წლის ზაფხულში შეუერთდა. ის ესპანურმა კლუბმა 850 000 ევროდ შეიძინა. აქვე უნდა აღვნიშნოთ ისიც, რომ გუშინ ვალენსიამ ლა ლიგის მიმდინარე გათამაშების საუკეთესო მატჩი ჩაატარა. ღამურებმა ხეტაფე, შინ, 5-1 გაანადგურეს. ტრადიციულად, სასტარტო შემადგენლობაში იყო გიორგი მამარდაშვილი, რომელსაც კლავაც საკმაოდ კარგი მატჩი ჰქონდა.