ნაფეტვრებში ხანძარი ლიკვიდირებულია, ხოლო წავკისში ლოკალიზებული. ამის შესახებ ინფორმაციას საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ავრცელებს.
თბილისის შემოგარენში დღეს ცეცხლის რამდენიმე კერა იყო. ამ დროისთვის წყნეთსა და ნაფეტვრებში ხანძარია ლიკვიდირებულია, წავკისში კი სალიკვიდაციო სამუშაოები მიმდინარეობს.
ცეცხლის ქრობის პროცესში რამდენიმე ათეული ეკიპაჟი, მთელი ღამის განმავლობაში იყო ჩართული.