ყაზახეთის ხელისუფლებამ მიიღო გადაწყვეტილება, რომ 10 სექტემბრიდან ქვეყნიდან ხორბლისა და ფქვილის გატანაზე მოქმედი რეგულაციები მოხსნას. თუმცა ამავე პერიოდიდან დაწესდება შეზღუდვები პირუტყვის ექსპორტზე.
როგორც ცნობილია, ყაზახეთში ფქვილსა და მარცვლეულზე ექსპორტის შეზღუდვა მიმდინარე წლის აპრილში შემოიღეს და თავდაპირველად საუბარი იყო, რომ აკრძალვა 15 ივნისამდე იქნებოდა ძალაში. მოგვიანებით ეს ვადა გახანგრძლივდა. მოქმედი კვოტა ზღუდავდა ქვეყნიდან 550 ათას ტონაზე მეტი მარცვლეულისა და 370 ათას ტონა ფქვილზე მეტის გატანას.
რაც შეეხება შემზღუდავ კვოტებს პირუტყვის ექსპორტზე, დღეისათვის ქვეყანაში 9,4 მლნ ერთეული პირუტყვი ირიცხება, მათ შორისაა 4,5 მლნ ძროხა, ხოლო ხარის რაოდენობამ 3,2 მლნ შეადგინა. მიღებული გადაწყვეტილებით ნებადართულია 60 ათასი პირუტყვის გატანა, რაც მსხვილფეხა რქოსანი საქონლის 9%-ია.
შეზღუდვა დაწესდა ასევე ცხვარზეც, რომლის მხოლოდ 120 ათასის ექსპორტია ნებადართული, რაც მათი საერთო რაოდენობის 10%-ია.