ევროკომისია კმაყოფილია ევროპული მიწისქვეშა გაზსაცავების ზამთრის პერიოდისთვის მარაგების გავსებით ტემპით, თუმცა თვლიან, რომ მოდუნება ადრეა. ამის შესახებ ევროკომისიის წარმომადგენელმა ტიმ მაკფიმ განაცხადა.
მისი თქმით, საშუალოდ ევროპის გაზსაცავები ამ დროისთვის 80%-მდე მეტად არის გავსებული, მაშინ როცა ამ რეგლამენტისთვის 1-ლი ნოემბრისთვის უნდა მიეღწიათ. მან ევროპის ქვეყნებს მოუწოდა, რომ ამ მიმართულებით გააგრძელონ მუშაობა.
ამასთან, ევროკომისიის კიდევ ერთმა წარმომადგენელმა ერიკ მამაერმა განაცხადა, რომ რომელიმე ერთი ქვეყნის გაზსაცავი მხოლოდ ამ ქვეყნის გაზმომარაგებისთვის არაა და უნდა გაითვალისწინონ ზოგიერთი სხვა ქვეყნის საჭიროებებიც.