სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, ბიზნეს სექტორის ბრუნვის მოცულობა 2022 წლის მე-2 კვარტალში გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 19.2 პროცენტით გაიზარდა და 41.7 მილიარდი ლარი შეადგინა.
მათივე ცნობით, 2022 წლის მე-2 კვარტალში დასაქმებულთა საშუალო რაოდენობა 695.2 ათასი კაცით განისაზღვრა, რაც გასული წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე 5.4 პროცენტით მეტია. დასაქმებულთა მთლიანი რაოდენობიდან 42.8 პროცენტი ქალია, ხოლო 57.2 პროცენტი - კაცი. დასაქმებულთა მთლიანი რაოდენობის 42.2 პროცენტი მსხვილ ბიზნესზე მოდის, 20.2 პროცენტი - საშუალოზე, ხოლო 37.7 პროცენტი - მცირე ბიზნესზე.
2022 წლის მე-2 კვარტალში საშუალო თვიური ხელფასი ბიზნეს სექტორში 1 625.8 ლარს გაუტოლდა, რაც გასული წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელთან შედარებით 236.2 ლარით მეტია.
საწარმოთა ზომის მიხედვით საშუალო თვიური ხელფასი შემდეგნაირია:მსხვილი ბიზნესი – 1 718.1 ლარი;საშუალო ბიზნესი – 1 920.6 ლარი;მცირე ბიზნესი – 1 320.8 ლარი.