2021 წელთან შედარებით,2022 წელს გაზრდილია სამსახურებრივი გულგრილობის, ქრთამის მიცემის ფაქტები - შსს - Palitra News

2021 წელთან შედარებით,2022 წელს გაზრდილია სამსახურებრივი გულგრილობის, ქრთამის მიცემის ფაქტები - შსს

2022-09-04 14:01:10+04:00

შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გამოქვეყნებული რეგისტრირებული დანაშაულის სტატისტიკის მიხედვით, 2022 წლის იანვარ-ივლისის პერიოდში სახელმწიფო სტრუქტურებში სამსახურებრივი გულგრილობის, სამსახურებრივი სიყალბის და ქრთამის გაცემის დანაშაულების სტატისტიკა 2021 წლის ამავე პერიოდთან შედარებით გაზრდილია.ბოლო 7 თვის მონაცემებით, სახელმწიფო სტრუქტურებში ჩადენილი რეგისტრირებული დანაშაულის სტატისტიკა გაზრდილია შემდეგი მიმართულებებით:სამსახურებრივი გულგრილობა ,ქრთამის მიცემა ,სამსახურებრივი სიყალბე.შსს-ის ცნობით, ჯამში 2022 წლის პირველ 7 თვეში რეგისტრირებული 346 დანაშაულიდან გახსნილია 80.მათი ინფორმაციით, 2021 წლის ამავე პერიოდთან შედარებით სამოხელეო დანაშაულის რეგისტრირებული შემთხვევების საერთო რიცხვი 8.47%-ითაა შემცირებული.