აჭარაში, ამბასადორ ბათუმი აილენდის პროექტის პრეზენტაცია და მშენებლობის კაფსულის ჩაგდების ცერემონია გაიმართა. ღონისძიებას საქართველოს პრემიერ მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლები დაესწრნენ. როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, როექტში მინიმუმ 100 მილიონი დოლარი დაიხარჯება და 2000 ადგილობრივი დასაქმდება.