არგენტინის ვიცე-პრეზიდენტის, კრისტინა ფერნანდეს დე კირხნერის ათასობით მხარდამჭერი დედაქალაქ ბუენოს-აირესში შეიკრიბა და პოლიტიკური ძალადობა დაგმო. 2 სექტემბერს ცნობილი გახდა, რომ არგენტინის ვიცე-პრეზიდენტი მოკვლას გადაურჩა, როდესაც საკუთარ სახლთან, მხარდამჭერების გარემოცვაში მყოფს, თავდამსხმელმა იარაღი დაუმიზნა და ესროლა. მოგვიანებით, არგენტინის პრეზიდენტმა, ალბერტო ფერნანდესმა განაცხადა, რომ იარაღში 5 ტყვია იდო, თუმცა ჩახმახზე გამოკვრის შემდეგ არ გაისროლა. სამართალდამცავებმა თავდასხმაში ეჭვმიტანილი 35 წლის მამაკაცი დააკავეს. თავდასხმის მოტივი ჯერჯერობით უცნობია. კრისტინა ფერნანდეს დე კირხნერი 2015-2017 წლებში არგენტინის პრეზიდენტი იყო, მანამდე კი, 4 წლის განმავლობაში, პირველი ლედი. ვიცე-პრეზიდენტის თანამდებობა მას 2019 წლიდან უკავია.