უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ინფორმაციით, უკრაინის თავდაცვის ძალებმა მტრის ცოცხალი ძალის კონცენტრაციის 10-ზე მეტ ადგილს დაარტყეს, ოკუპანტების 3 საზენიტო სარაკეტო სისტემა და რამდენიმე ჯავშანმანქანა გაანადგურეს. მათივე ცნობით, გასული დღის განმავლობაში თავდაცვის ძალების ავიაციამ სახმელეთო ჯგუფების მოქმედებების მხარდასაჭერად 40-ზე მეტი გაფრენა განახორციელა, რომლის დროსაც განადგურდა მტრის რამდენიმე სამეთაურო პუნქტი და საბრძოლო მასალის საცავი. ამასთან, უკრაინულმა ძალებმა მტერს სარაკეტო დარტყმა „Bayraktar ТВ-2“ ტიპის უპილოტო საფრენი აპარატებით მიაყენეს, რის შედეგადაც აფეთქდა საბრძოლო მასალები და ეკიპაჟებთან ერთად განადგურდა მოწინააღმდეგის 2 ჯავშანმანქანა. უწყების ცნობით, უკრაინის ჯარების სარაკეტო ჯარები და არტილერია აგრძელებს მოწინააღმდეგის მართვისა და კონტროლის სისტემის და ლოგისტიკური მხარდაჭერის მოშლას.