ნაძალადევის რაიონში საცხოვრებელი კორპუსების მიმდებარე გზების კეთილმოწყობა გრძელდება. ამ ეტაპზე ასფალტის საფარი ზღვისუბნის IV მიკრორაიონის XI კორპუსთან იგება. წისქვეშა კომუნიკაციებისა და გზის რეაბილიტაციის საერთო ღირებულება 210 000 ლარია. სამუშაოები ნაძალადევის რაიონის გამგეობის დაფინანსებით შესრულდა.