რუსმა ოკუპანტებმა დღეს დილით სლავიანსკში საბავშვო ბაღი დაბომბეს, - ინფორმაციას უკრაინული მედია სლავიანსკის მერზე, ვადიმ ლიახზე დაყრდნობით ავრცელებს.
„ქალაქი ისევ დაბომბეს. ტორსკაიას ქუჩაზე საბავშვო ბაღი განადგურდა“, - წერს ქალაქის მერი „ფეისბუქზე“.
მისი თქმით, თავდასხმას მსხვერპლი არ მოჰყოლია.