მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს პრეზიდენტმა დავით ბაქრაძის გაეროში ელჩად დანიშვნის წარდგენას ხელი მოაწერა, ის საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებას მოუთმენლად ელოდება. მისივე განმარტებით, მთავრობამ მას კიდევ 7 ელჩის წარდგენა გაუგზავნა ხელის მოსწერად, ამ საკითხთან დაკავშირებით კი პრეზიდენტს სურს თავისი სიტყვა სასამართლომ თქვას. ხელისუფლება საკუთარ პოზიციას არ იცვლის, მმართველი პარტია სამომავლოდ ბუნდოვნების თავის აცილების მიზნით სარჩელის გამოტანას არ აპირებს. ოპოზიციას კი სურს მკაფიოდ დადგინდეს, თუ რისი მოვალეობა აქვს პრეზიდენტს და განისაზღვროს ისიც, რომ პრეზიდენტის ხელმოწერა მხოლოდ ფაქსიმილე არ არის.