საქართველოს პრეზიდენტისა და პრემიერის გუშინ საღამოს გაკეთებულ განცხადებებს ე.წ. ოთხეულის რიტორიკისგან გამიჯვნის შესახებ დღეს ქართული პოლიტიკური სპექტრი დღეს მთელი დღის განმავლობაში განიხილავდა. ოპოზიციას სამთავრობო გუნდისა და ოთხეულის გამიჯვნის არ სჯერა, ქართულ ოცნებაში კი პრემიერის განცხადებას ეთანხმებიან და განმარტავენ, რომ ხელისუფლება ყოველთვის ხაზგასმით აღნიშნავდა ამერიკის შეერთებულ შტატებთან პარტნიორობის მნიშვნელობას.