საკანონმდებლო ორგანოში ოპოზიციის ნაწილის მორიგი შეხვედრა იმართება. შეხვედრის მთავარი თემა იმ 12ი რეკომენდაციის შესრულებაა, რომელიც ევროკავშირმა საქართველოს დაუწესა. სტრატეგია აღმაშენებლის ლიდერის, გიორგი ვაშაძის განცხადებით, დღევანდელ შეხვედრაზე მოხდება იმ შეხვედრების შეჯამება , რომლებიც ერთი თვის განმავლობაში ოპოზიციის ნაწილსა და მესამე სექტორს შორის მიმდინარეობდა.