მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ მისაქციელში დაკარგული 4 წლის ბავშვი მაშველებმა ცოცხალი იპოვეს. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, ბავშვის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება და ის თავს კარგად გრძნობს. ოჯახის წევრთა განმარტებით, 4 წლის ბავშვი საცხოვრებელი სახლიდან გავიდა და ვეღარ პოულობდნენ. მაშველებმა უმოკლეს პერიოდში საცხოვრებელი სახლიდან დაახლოებით კილომეტრ ნახევარის მოშორებით, სარწყავი არხის მიმდებარედ იპოვეს.