რუსეთის ვიცე-პრემიერის, ალექსანდრ ნოვაკის განცხადებით, მისი ქვეყანა უარს იტყვის ნავთობისა და ნავთობპროდუქტების იმ ქვეყნებისთვის მიწოდებაზე, რომლებიც ნავთობის ფასზე ზედა ზღვარს დააწესებენ.
„თუ ისინი დააწესებენ შეზღუდვებს ფასებზე, ჩვენ უბრალოდ არ მივაწვდით ნავთობს და ნავთობპროდუქტებს ასეთ კომპანიებს ან სახელმწიფოებს, რადგან არ ვიმუშავებთ არაკონკურენტულად“, - აღნიშნა ნოვაკმა.
ცნობისათვის, დღეს „დიდი შვიდეულის“ ქვეყნების ფინანსთა მინისტრების შეხვედრა იგეგმება, სადაც რუსული ნავთობის ფასზე ზედა ზღვარის დაწესებაზე იმსჯელებენ. „დიდი შვიდეულის“ ქვეყნები მიიჩნევენ, რომ ეს იქნება რუსეთის შემოსავლებისთვის დარტყმის მიყენების საუკეთესო გზა და ენერგორესურსებზე ფასების ვარდნას გამოიწვევს.