პარტია „ევროპელი დემოკრატების“ თავმჯდომარე პაატა დავითაია აფხაზეთის ტრანზიტულ ზონად ქცევაზე საუბრობს. მისი თქმით, სეპარატისტების მიზანია, აფხაზეთის ტერიტორია გახდეს ტრანზიტული ზონა, სადაც საქონლის სერტიფიცირება მოხდება მათი წესებით და ტრანზიტის გადასახადი გადახდილი იქნება აფხაზეთში, დავითაია განმარტავს რომ ამ მექანიზმის ამუშავება ნიშნავს აფხაზეთის დამოუკიდებლობის ირიბად აღიარებას, "ევროპელი დემოკრატების" ლიდერი მოწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, არცერთ შემთხვევაში არ წავიდეს ამ მოლაპარაკებაზე