უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანი, ოლექსი დანილოვი აცხადებს, რომ უკრაინის ხელისუფლებამ საკუთარი ტერიტორიების გათავისუფლება არცერთ სახელმწიფოსთან არ უნდა შეათანხმოს.
კითხვაზე, შეთანხმებულია თუ არა რუსეთის მიერ ოკუპირებული ყირიმის გათავისუფლება ლონდონთან, ვაშინგტონთან, ბერლინთან ან ვარშავასთან, დანილოვმა უპასუხა: „ჩვენ არ უნდა შევათანხმოთ ჩვენი ტერიტორიების გათავისუფლება, თუ საუბარი იყო რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე არსებული ობიექტების წინააღმდეგ იმ იარაღის გარკვეულ ეტაპებზე გამოუყენებლობაზე, რომელიც აშშ-დან მივიღეთ, ეს ცოტა სხვა საკითხია“, - აღნიშნა დანილოვმა.