“ევროპული საქართველოს“ წევრმა ბესო დონაძემ და თავისუფლების ინსტიტუტის დირექტორმა სალომე ხვადაგიანმა საქართველოს ფინანსთა სამინისტროში საჩივრი შეიტანეს. საჩივარი შეეხება 2022 წლის 9 აგვისტოს, ისნის რაიონის გამგეობის დავალებით, კომპანია “სპორტ ჰაუსის” მიერ წარმოდგენილ ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დასკვნას. მათი განცხადებით, მონიტორიგის შედეგად დადგინდა, რომ აღნიშნული კომპანიის მიერ წარმოდგენილი და აუდიტორ ივანე გაჩეჩილაძის მიერ დადასტურებული ტექნიკური დოკუმენტაცია შეიცავდა მნიშვნელოვან ხარვეზებს.