პრემიერ ლიგის პირველ ორ ტურში ზედიზედ ორი მარცხის შემდეგ მანჩესტერ იუნაიტედმა ზედიზედ მესამე გამარჯვება მოიპოვა. ინგლისის საფეხბურთო ჩემპიონატის მეხუთე ტურში წითელი ეშმაკები ლესტერს ესტუმრნენ და 1-0 დაამარცხეს.
შეხვედრის ერთადერთი გოლი 23 წუთზე გავიდა. სანჩომ რაშფორდის პასი გოლად აქცია და საკუთარ კლუბს მნიშვნელოვანი გამარჯვება მოუტანა.
ხუთი ტურის შემდეგ მანჩესტერ იუნაიტედს 9 ქულა აქვს და სატურნირო ცხრილში მეექვე ადგილს იკავებს. ლესტერი კი ერთი მოგებითა და ოთხი მარცხით ბოლო ადგილზე იმყოფება.