ბ ჯგუფის პირველი ტურის დასკვნით მატჩში, გერმანიის ნაკრებმა ტურნირის ერთ-ერთ ფავორიტს, საფრანგეთის ნაკრებს უმასპინძლა და იოლად 76-63 დაამარცა. გერმანიის ნაკრებში საუკეთესო იოჰანეს თიმანი იყო 14 ქულით და 6 მოხსნით. მაოდო ლომ და ნილს გიფეიმ გუნდს 13-13 ქულა მოუტანეს, ხოლო დენის შრიოდერმა 11 ქულას 5 შედეგიანი გადაცემა დაუმატა.
დამარცხებულთა რიგებში გერშონ იაბუსელეს 18 ქულა ჰქონდა, რუდი გობერის ანგარიშზე კი 11 ქულა და 12 მოხსნა დაგროვდა.
აღსანიშნავია, რომ მატჩის წინ დირკ ნოვიცკის 14-ნომრიანი მაისური გამოფინეს დარბაზში. ამიერიდან გერმანიის ნაკრებში ამ ნომრით არავინ ითამაშებს.
პირველი ტურის შემდეგ თითო მოგება გერმანიას, სლოვენიას და ბოსნიას აქვთ. მე-2 ტურის მატჩები კიოლნში 3 სექტემბერს გაიმართება