სტამბოლის ერთობლივი საკოორდინაციო ცენტრის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, უკრაინის პორტებიდან, 1-ელი აგვისტოს შემდეგ, 1.67 მილიონ ტონაზე მეტი სურსათია ექსპორტირებული.
უკრაინამ და რუსეთმა 22 ივლისს, სტამბოლში თურქეთისა და გაერო-ს შუამავლობით, გააფორმეს შეთანხმება უკრაინის სამი პორტის - ოდესის, ჩერნომორსკისა და იუჟნის - განბლოკვისა და უკრაინიდან სოფლის მეურნეობის სხვა პროდუქტების ექსპორტის შესახებ.
ეს პორტები ბლოკირებული იყო მას მერე, რაც თებერვლის ბოლოს რუსეთი უკრაინაში შეიჭრა. შეთანხმების განხორციელება 1-ელი აგვისტოდან დაიწყო.