ბორჯომის მუნიციპალიტეტში, ლიკანის მიმდებარედ ტყის მასივში გაჩენილი ხანძრის ქრობის პროცესი გრძელდება. ადგილზე მუშაობა სასაზღვრო პოლიციის სამმა ვერტმფრენმა დილიდან განაახლა.
როგორც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში აცხადებენ, ბორჯომის მუნიციპალიტეტში ხანძრის სალოკალიზაციო-სალიკვიდაციო პროცესში მეხანძრე-მაშველებთან ერთად, შინაგან საქმეთა სამინისტროს სხვადასხვა დეპარტამენტის, თავდაცვის სამინისტროს, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, ასევე, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს შესაბამისი სამსახურების თანამშრომლები მონაწილეობენ.
ინფორმაციისთვის, ბორჯომის მუნიციპალიტეტში, ლიკანის მიმდებარედ ტყის მასივში ხანძარი გუშინ გაჩნდა.