უკრაინის ოპერატიული სარდლობა "სამხრეთი“ აცხადებს, რომ უკრაინელმა დამცველებმა, გასული დღის განმავლობაში, სამხრეთის მიმართულებით რუსი ოკუპანტების საბრძოლო მასალის ხუთი საცავი გაანადგურეს.
ოპერატიულ სარდლობაში აცხადებენ, რომ გასული დღის განმავლობაში, უკრაინულმა ავიაციამ მოწინააღმდეგეს 18 დარტყმა მიაყენა. სარდლობაში ასევე აცხადებენ, რომ გასული დღის განმავლობაში მტრის დანაკარგებმა შეადგინა 102 სამხედრო, 6 ტანკი, ჰაუბიცა „მსტა-ბ“, „გრადის“ ტიპის მრავალჯერადი სარაკეტო სისტემა, 120 მმ-იანი მობილური ნაღმტყორცნები, 8 ერთეული ჯავშანტექნიკა.
„ამასთან, განადგურებულია საბრძოლო მასალის 5 საცავი ბაშტანსკის, ბერისლავსკის და ხერსონის ტეროტორიებზე", - აღნიშნულია ინფორმაციაში.