პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი განმარტავს, რატომ არ წარადგინა მესამედ ცესკო-ს თავმჯდომარის პოსტზე კვლავ გიორგი კალანდარიშვილის კანდიდატურა. როგორც სალომე ზურაბიშვილმა საკუთარ მიმართვაში განაცხადა, სახალხო დამცველის კანდიდატიც კონსენსუსის გზით უნდა შეირჩეს.
პრეზიდენტის განმარტებით, სწორედ ევროკავშირის მოთხოვნა იყო ისეთი კანდიდატების შერჩევა, რომლებიც იქნებიან მაღალი ლეგიტიმაციის და კონსენსუსის მატარებელი. პრეზიდენტის თქმით, ეს კი დეპოლარიზაციას ემსახურება.