რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, სერგეი ლავროვი მოლდოვას აფრთხილებს, რომ დნესტრი სპირეთის სეპარატისტულ რეგიონში რუსი სამხედროების უსაფრთხოებისთვის საფრთხის შექმნა მოსკოვთან სამხედრო დაპირისპირების რისკს ქმნის. „ყველას უნდა ესმოდეს, რომ ნებისმიერი ქმედება, რომელიც საფრთხეს შეუქმნის ჩვენი სამხედროების უსაფრთხოებას, საერთაშორისო სამართლის მიხედვით განიხილება, როგორც თავდასხმა რუსეთზე, ისევე როგორც "სამხრეთ ოსეთში", როდესაც ჩვენს სამშვიდობოებს თავს დაესხა სააკაშვილი“, - აღნიშნა ლავროვმა.