სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის ყოფილი მოადგილე სოსო გოგაშვილი სასამართლო პროცესებზე დასწრებაზე უარს აცხადებს. გოგაშვილი თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლეს გიორგი გელაშვილს მიმართავს და აცხადებს, რომ ის ბიძინა ივანიშვილის მითებით დაკავებული უკანონო პატიმარია და მისი საქმემთლიანად აგებულია ყალბ და ფალსიფიცირებულ „მტკიცებულებებზე“, ამიტომ ის არ აპირებს მონაწილეობა მიიღოს ამ „მასკარადში“.
სუსის ყოფილი მაღალჩინოსანი ასევე ამტკიცებს, რომ სასამართლო ივანიშვილის დირექტივებით ხელმძღვანელობს, რის მტკიცებულებებსაც ის უახლოეს დღეებში გაასაჯაროებს.