ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს ინსპექტორები სამხრეთ-აღმოსავლეთ უკრაინაში, რუსეთის მიერ კონტროლირებად ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის ტერიტორიაზე ჩავიდნენ.
სადგურის ტერიტორიაზე დელეგაცია დილით უნდა ჩასულიყო, თუმცა ვიზიტი რამდენიმე საათით მას შემდეგ გადაიდო, რაც დღეს გავრცელდა ინფორმაცია, რომ ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურთან მძიმე ბრძოლა მიმდინარეობდა, წინასწარ შეთანხმებული მარშრუტი კი, რომლითაც ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს ინსპექტორები უნდა გადაადგილებულიყვნენ, დაიბომბა.
უკრაინის ხელისუფლებაში აცხადებენ, რომ დაბომბვა რუსულმა ძალებმა მისიის ვიზიტისთვის ხელის შეშლის მიზნით განახორციელეს.