ყაზახეთის პრეზიდენტმა ყასიმ-ჟომართ თოყაევმა 2022 წლის შემოდგომაზე რიგგარეშე საპრეზიდენტო არჩევნები დანიშნა. ამის შესახებ მან ყაზახი ხალხისადმი მიმართვაში განაცხადა. თოყაევის აზრით, რიგგარეშე არჩევნების ჩატარების საჭიროება სახელმწიფოს ინტერსებიდან გამომდინარეობს.
გარდა ამისა, ის გამოვიდა ინიციატივით, საპრეზიდენტო ვადა 5-დან 7 წლამდე გაიზარდოს, მეორე ვადით არჩევა კი აიკრძალოს.
თოყაევმა ასევე გამოაცხადა ამნისტია ყაზახეთში იანვარში საპროტესტო აქციების დროს დაკავებულთათვის, გარდა იმ პირებისა, რომლებიც მძიმე დანაშაულებისთვის არიან გასამართლებულები.