საქართველოს მთავრობამ „ღორების დაცვის მინიმალური მოთხოვნების დამტკიცების შესახებ“ წესი დაამტკიცა, რომელიც ცხოველისთვის დაცვის მინიმალურ სტანდარტებს ადგენს. ახალი წესი არ ვრცელდება სადგომზე, სადაც 4-ზე ნაკლები ნეზვია.
„ღორების დაცვის მინიმალური მოთხოვნები“ 2028 წლის პირველი იანვრიდან ამოქმედდება და მის შესრულებაზე კონტროლს სურსათის ეროვნული სააგენტო უზრუნველყოფს.
სააგენტოს განმარტებით, „ღორების დაცვის მინიმალური მოთხოვნების დამტკიცების შესახებ“ დადგენილების პროექტი 2008 წლის 18 დეკემბრის ევროსაბჭოს დირექტივის შესაბამისად მომზადდა.
„ღორების დაცვის მინიმალური მოთხოვნების დამტკიცების შესახებ“ კანონი იხილეთ ბმულზე - Matsne.gov.ge