რუსული ნავთობის უმსხვილესი კერძო მწარმოებლის, „ლუკოილის“ დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარე, რავილ მაგანოვი საავადმყოფოს ფანჯრიდან გადავარდნის შედეგად გარდაიცვალა.
რუსული საინფორმაციო სააგენტო Interfax-ის ცნობით, მაგანოვი მოსკოვის ცენტრალური კლინიკური საავადმყოფოს ფანჯრიდან გადავარდა. დასავლური მედია წერს, რომ „ლუკოილი“ ერთ-ერთია იმ მცირერიცხოვან რუსულ კომპანიებს შორის, რომელიც ღიად აკრიტიკებს რუსეთის უკრაინაში შეჭრას.
მარტში, კომპანიის დირექტორთა საბჭომ ხელისუფლებას "შეიარაღებული კონფლიქტის უმოკლეს დროში შეწყვეტისკენ" მოუწოდა და ყველა მსხვერპლის მიმართ თანაგრძნობა გამოხატა.