უკრაინის გენერალური შტაბის ინფორმაციით, 24 თებერვლიდან დღემდე უკრაინული ძალების მიერ რუსეთის 48 350 ჯარისკაცია ლიკვიდირებული, მათ შორის 450 ბოლო დღე-ღამის განმავლობაში. მათივე ცნობით, უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა, ბოლო დღე-ღამის განმავლობაში ოკუპანტების კუთვნილი კიდევ 23 ტანკი, 33 ჯავშანმანქანა, 24 საარტილერიო სისტემა და სხვა სახის აღჭურვილობა გაანადგურეს.
მტრის საერთო დანაკარგი კი მოიცავს: 1997 ტანკს, 4345 ჯავშანმანქანას, 1115 საარტილერიო სისტემას, 287 ზალპური ცეცხლის რეაქტიულ სისტემასა და 153 საჰაერო თავდაცვის სისტემას.