პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარის მიხეილ სარჯველაძის განცხადებით, სამუშაო ჯგუფებში ისეთი არასამთავრობო ორგანიზაციების მოხვედრა რომელიც გამოხატული პოლიტიკური პრეფერენციებით ხასიათდებიან, არ იქნება გამართლებული. სარჯველაძის განმარტებით, სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაციებმა არ უნდა დაუშვან ისეთი შეცდომა, რაც თავის დროზე ისფედმა ჩაიდინა. მისი თქმით, ისეთი ორგანიზაცია, რომელმაც წაშალა ყველანაირი ზღვარი პოლიტიკურ ორგანიზაციასა და სამოქალაქო საზოგადოებას შორის, ვერ ჩაითვლება მიუკერძოებელ და ნეიტრალურ სუბიექტად.