ვარკეთილში იუსტიციის სახლის ახალი ფილიალი გაიხსნა. იუსტიციის სახლის 470-მდე სერვისით სარგებლობას ამიერიდან ვარკეთილი-ვაზისუბნის 100 000-ზე მეტი მცხოვრები უკვე „ჰუალინგ ჯგუფის“ შენობაში გახსნილ ახალ ფილიალში შეძლებს.
იუსტიციის სახლის ვარკეთილის ფილიალი იუსტიციის მინისტრმა, რატი ბრეგაძემ მოადგილეებთან ერთად გახსნა. მინისტრი ადგილზევე გაეცნო სამუშაო პროცესს ადგიულზე გაეცნო და მომხმარებელთა საჭიროებებზე ინფორმაცია მიიღო.
ვარკეთილის იუსტიციის სახლი პირველი სექტემბრიდან სრული დატვირთვით მუშაობს და მომხმარებელს ყველა საჭირო მომსახურებას სთავაზობს.