საქართველოს მელიორაციამ, გორის მუნიციპალიტეტში, ნადარბაზევის წყალსაცავიდან მკვებავი სარწყავი სისტემის რეაბილიტაციის პირველი ეტაპი დაასრულა.
პროექტის ფარგლებში, ჯამში, 14 კილომეტრი სიგრძის წყალგამანაწილებელი არხები მოწესრიგდა; მოეწყო რკინაბეტონის ღარები და სხვადასხვა ჰიდროტექნიკური ნაგებობა. პროექტის ღირებულება 2,7 მლნ ლარია. აღნიშნულ ტერიტორიაზე სარწყავი სისტემა, დაახლოებით, 30 წელია არ ფუნქციონირებს.
ჩატარებული სამუშაოების შედეგად კი, სოფელ ნადარბაზევის, ხურვალეთის, ჩობალაურის, ნიგოზასა და ზემო რენეს 1000 ჰექტარამდე სასოფლო-სამეურნეო მიწის ფართობი სარწყავი წყლით უზრუნველყოფილია.