დიდი დიღომში ბენდუქიძის დასახლებაში დღეს დილით აფეთქება მოხდა. წინასწარი ინფორმაციით, აფეთქების მიზეზი ბუნებრივი აირის გაჟონვა გახდა.
არსებული ინფორმაციით, დაშავებულია 3 ადამიანი. ისინი უცხო ქვეყნის მოქალაქეები არიან. ადგილზე პოლიცია და სასწრაფო დახმარების ჯგუფები იმყოფებიან. მეზობლის ინფორმაციით, დაშავებული ქალი და 2 წლამდე ბავშვი დასახლებაში ქირით რამდენიმე დღის წინ გადმოვიდნენ.
რაც შეეხება დაშავებულ მამაკაცს, ის ადგილობრივების ინფორმაციით, აფეთქების დროს გვერდზე კორპუსში იმყოფებოდა. მეზობლების ნაწილი ამბობს, რომ გუშინ საცხოვრებელი კორპუსის ტერიტორიაზე ბუნებრივი აირის სუნი იგრძნობოდა.
აფეთქება დაახლოებით დილის 7 საათზე მოხდა.