სერია ა-ს მეოთხე ტურში ნაპოლი საკუთარ მოედანზე ლეჩეს დაუპირისპირდა და ფრეს, 1-1-ს დასჯერდა. ლუჩანო სპალეტიმ 21 წლის ქართველი ფეხბურთელი სასტარტო შემადგენლობაში არ დააყენა, რაც სერია A-ში პირველად მოხდა.
ზოგადად, ამ შეხვედრაში ნაპოლის თავკაცმა გუნდის წინა ხაზში ცვლილებებს მიმართა - ხვიჩას გარდა, სასტარტო 11-ეულში ვერ მოხვდნენ ვერც პიოტრ ჟელინსკი და ვერც ირვინ ლოსანო... რაც შეეხება შეხვედრის მიმდინარეობას, 27-ე წუთზე ელმასმა „ნაპოლი“ დააწინაურა. თუმცა, მალე კოლომბომ ანგარიში ულამაზესი გოლით გაათანაბრა.
ხვიჩა კვარაცხელია კი მოედანზე 56-ე წუთზე, ელიფ ელმასის ნაცვლად შევიდა. ქართველი ფეხბურთელი მარცხენა ფრთაზე აქტიური იყო, თუმცა მის მოქმედებებს შედეგი არ მოჰყოლია.
აღსანიშნავია, რომ ნიაპოლელებმა სერია ა-ს ზედიზედ მეორე მატჩში დაკარგეს ქულები. ნაპოლი“ 8 ქულით მე-3 ადგილზეა და 3 სექტემბერს რომში „ლაციოს“ დაუპირისპირდება.