გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი, ანალენა ბერბოკი არ გამორიცხავს, რომ ელექტროენერგიაზე გაზრდილი ფასებით უკმაყოფილო მოქალაქეებმა საპროტესტო აქციები გამართონ, მაგრამ ხაზს უსვამს, რომ გერმანია რუსეთის წინააღმდეგ დაწესებულ სანქციებს არ გააუქმებს. მისი თქმით, ყველას სურს, ომი მალე დასრულდეს და სანქციებით მოიხსნას, მაგრამ თუკი ომი გაგრძელდება, სანქციები ძალაში უნდა დარჩეს.
"ზამთრის პერიოდი მოდის და ჩვენ, როგორც დემოკრატიულ პოლიტიკოსებს გამოწვევა გველოდება. ჩვენ მხარს ვუჭერთ უკრაინას და ეს ნიშნავს, რომ სანქციები ზამთარშიც დარჩება, თუნდაც ეს რთული იყოს პოლიტიკოსებისთვის“, - აღნიშნა ბერბოკმა.