საია საქართველოს მთავრობის წინააღმდეგ სენაკის საკრებულოს უფლებამოსილების შეწყვეტასთან დაკავშირებით დავას იწყებს. საია-ს განმარტებით, გამომდინარე იქიდან, რომ სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულო დღეის მდგომარეობით ზედიზედ 6 თვის განმავლობაში არ შეკრებილა, „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ მიხედვით, ეს საკრებულოს უფლებამოსილების შეწყვეტისა და რიგგარეშე არჩევნების ჩატარების საფუძველს წარმოადგენს, აღნიშნული განცხადება მმართველი პარტიისა და ოპოზიციიის მხრიდან შეფასდა.