პოლონეთი, ესტონეთი, ლატვია და ლიეტუვა აცხადებენ, რომ განიხილავენ რუსი მოგზაურებისთვის თავიანთი ქვეყნების ტერიტორიებზე შესვლის აკრძალვის დაწესებას იმ შემთხვევაში, თუ ევროკავშირი ამას ვერ გააკეთებს. მედიის ინფორმაციით, რუსეთის მოსაზღვრე ოთხი ქვეყნის ერთობლივ განცხადებაში აღნიშნულია, რომ 2007 წელს ევროკავშირსა და რუსეთს შორის გაფორმებული სავიზო რეჟიმის გამარტივების შეთანხმების შეჩერება „აუცილებელი პირველი ნაბიჯია“.