სახალხო დამცველის არჩევა უკიდურესად მნიშვნელოვანია. ეს არის შესაძლებლობა საქართველოს პარლამენტისთვის, ქვეყნისთვის, რომ ჰქონდეს ძალიან ინკლუზიური პროცესი. ახლა დროა, რომ პროცესში ისმოდეს იმდენი რელევანტური ხმა, რამდენიც შესაძლებელია რათა არ იყოს დახურული, შეზღუდული წვდომის მქონე პროცესი, - ამის შესახებ საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა კელი დეგნანმა სახალხო დამცველის შერჩევის პროცესთან დაკავშირებით განაცხადა. მისივე განმარტებით, სახალხო დამცველის შერჩევის უკანასკნელი პროცესი საკმაოდ კარგად იყო შეფასებული საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ და იმისთვის, რომ ქვეყანამ ეს რეიტინგი შეინარჩუნოს, უნდა მიჰყვეს იმ პრინციპებს, რომლების მსოფლიოს საუკეთესო პრაქტიკებით არის დადგენილი.