საპარლამენტო ოპოზიციის იმ ნაწილმა, რომელიც ქართული ოცნების მიერ შექმნილ სამუშაო ჯგუფებში თავიდანვე არ ჩაერთო, ბოლო თვეების მუშაობა შეაჯამა. ევროკავშირის რეკომენდაციების საკითხზე გამართულ შეხვედრას რამდენიმე საპარლამენტო პარტია, მათ შორის ნაციონალური მოძრაობა, ლელო და სტრატეგია აღმაშენებელი დაესწრო. შეხვედრაზე იმსჯელეს იმ კანონპტოექტებსა და ინიციატივებზე, რომელსაც ისინი მომავალ კვირას საშემოდგომო სესიის დაწყების შემდეგ დააინიცირებენ. ხელისუფლების ოპონენტები ამბობენ რომ ოცნებისგან განსახვავებით ისინი არა ყავის სმით, არამედ საქმის კეთებით არიან დაკავებულები.