არასამთავრობო სექტორი და მმართველი პარტია ომბუდსმენის არჩევის წესთან დაკავშირებულ ყველა ძირითად საკითხზე თანხმდებიან. სამუშაო ჯგუფის შეხვედრის შემდეგ მესამე სექტორმა განაცხადა რომ ახალი სახალხო დამცველი ფართო კონსენსუსით იქნება არჩეული, რაც ევროკავშირის რეკომენდაციების ერთ-ერთი მთავარი პუნქტია.
თავად მმართველი პარტია კი არჩევის წესთამლნ დაკავშირებით საკუთარი გეგმის წარდგენას დღის ბოლოსთვის აპირებს. ისინი არ გამორიცხავენ რომ ამ მიმართულებით საკანონმდებლო ცვლილებებიც განხორციელდეს