უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მრჩევლის, მიხაილო პოდოლიაკის განცხადებით, ბოლო კვირების განმავლობაში ქვეყნის ოკუპირებულ ტერიტორიებზე კრიმინალური ჯგუფები გააქტიურდნენ.
„ბოლო კვირების განმავლობაში, ოკუპირებულ ტერიტორიებზე გააქტიურდნენ კრიმინალური ჯგუფები რუსული სამხედრო და კრიმინალური სფეროებიდან. ისინი ძარცვავენ ბიზნესებს, ფერმერებს და შლიან ქარხნებს, ნაძარცვი კი რუსეთში მიაქვთ. მძარცველებს პოლიციის სპეციალური ოპერაცია და გარდაუვალი პასუხისმგებლობა ელით“, - აცხადებს პოდოლიაკი.