უკრაინის გენერალური შტაბის ინფორმაციით, 24 თებერვლიდან დღემდე უკრაინული ძალების მიერ რუსეთის 47 900 ჯარისკაცია ლიკვიდირებული, მათ შორის 350 ბოლო დღე-ღამის განმავლობაში. მათივე ცნობით, უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ოკუპანტების კუთვნილი სხვადასხვა სახის აღჭურვილობაც გაანადგურეს.
მტრის საერთო დანაკარგი ასევე მოიცავს 1974 ტანკს, 4312 ჯავშანმანქანას, 1091 საარტილერიო სისტემას, 285 ზალპური ცეცხლის რეაქტიულ სისტემას, 152 საჰაერო თავდაცვის სისტემას, 234 თვითმფრინავსა და 204 ვერტმფრენს.