საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია მთავრობის წინააღმდეგ სენაკის საკრებულოს უფლებამოსილების შეწყვეტასთან დაკავშირებით დავას იწყებს. არასამთავრობო ორგანიზაციის ინფორმაციით, მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანო ბოლოს 2021 წლის 17 დეკემბერს შეიკრიბა.
ამ თარიღის შემდეგ იყო სხდომის ჩატარების 10-მდე უშედეგო მცდელობა. სენაკის საკრებულოში, კვორუმის გარეშე სხდომები 2022 წლის 9 თებერვალსა და 23 თებერვალს გაიმართა, რომელზე მიღებული გადაწყვეტილებებიც პირველი ინსტანციის სასამართლომ ბათილად ცნო.
ნიკა სიმონიშვილის განმარტებით, გამომდინარე იქიდან, რომ სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულო დღეის მდგომარეობით ზედიზედ 6 თვის განმავლობაში არ შეკრებილა, „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ მიხედვით, ეს საკრებულოს უფლებამოსილების შეწყვეტისა და რიგგარეშე არჩევნების ჩატარების საფუძველს წარმოადგენს, რა მიზნითაც სასამართლოს მთავრობის წინააღმდეგ უახლოეს დღეებში მიმართავენ